ლევან კობერიძე - როცა შოთაძის გადადგომა გადაწყვიტეს, უმრავლესობის წევრები ერთმანეთს ასწრებდნენ კომენტარებში, კი უნდა გადადგესო, ახლა გვიმტკიცებენ, უნდა დაბრუნდესო

შოთაძის გადადგომის შესახებ როცა უკვე გადაწყვეტილება იყო მიღებული, ერთმანეთს ასწრებდნენ კომენტარებში - კი, უნდა გადადგეს შოთაძეო. დღეს გვიმტკიცებენ, რომ უნდა დაბრუნდეს,- ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის თაობაზე უმრავლესობის წევრების პოზიციის კომენტირებისას განაცხადა. ლევან კობერიძე აღნიშნავს, რომ ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.

"შოთაძის კანდიდატურის ხელმეორედ წარდგენა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არის ქვეყნის და მოქალაქეების შეურაცხყოფა. ეს რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, ეს ცხადია, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ის ეფარება ტექნიკური უნივერსიტეტის და უმრავლესობის ინიციატივას და მხარდაჭერას, თვითონ კი სურს, რომ ამ თემიდან იყოს დისტანცირებული. ამ დროს, ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა შოთაძე იყო გადაყენებული სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული და მაშინ უმრავლესობის წევრები, როცა საბოლოოდ გადაწყვეტილება იყო მიღებული მისი გადადგომის შესახებ, ერთმანეთს ასწრებდნენ კომენტარებში, რომ კი, უნდა გადადგეს შოთაძეო.დღეს გვიმტკიცებენ, რომ ის არის ღირსეული და უნდა დაბრუნდეს. ეს არის ივანიშვილის დავალება, რომლის შესრულებაც ასეთი ფორმებით უწევს უკრავლესობას,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა