ლევან კობერიძე - ალბათ, ბოლო სერიაში მთავრობის ეს წევრები მარტო რჩებიან სადღაც უკაცრიელ კუნძულზე, სადაც აღარავინ არის მათი პატრონი

ბოლო სერიაში ალბათ, მთავრობის ეს წევრები რჩებიან მარტო, სადღაც უკაცრიელ კუნძულზე, სადაც აღარავინ არის მათი პატრონი,- ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ასეთი ცვლილებები იქნება, ამას მოქალაქეებისთვის არანაირი შედეგი არ მოჰყვება და ამას "ქართული ოცნება" მხოლოდ არჩევნების კონტექსტში თუ განახორციელებს.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სამთავრობო ცვლილებებს. შეკითხვა უნდა დავსვათ, მოაქვს თუ არა მოქალაქეებისთვის უკეთესობა სამთავრობო ცვლილებებს? მამუკა ბახტაძე რომ შეცვალა გახარიამ, ამან რა სიკეთე მოუტანა მოქალაქეებს?- არც არანაირი! უარესობისკენ წავიდა პირიქით საქმე. ახლა თუ გახარიას ბიძინა ივანიშვილი ამ სხვა ნებისმიერი შეცვლის, რა შეიცვლება ამით მოქალაქეებისთვის? -არაფერი! ნებისმიერი ასეთი გადაადგილება წინასაარჩევნოდ, იქნება უბრალოდ მცდელობა, რომ ცოტა უკეთ გამოიყურებოდნენ არჩევნების წინ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის მობრუნება ამას ხელს შეუწყობს, თუ უარესი იქნება მათი რეიტინგისთვის, ეს არც თუ ისე ცალსახაა და არ გამოვრიცხავ პირუკუ შედეგი გამოიღოს,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა