„გაბედეს“ წევრებმა ტექნიკურ უნივერსიტეტთან ირაკლი შოთაძის გენპროკურორად წარდგენა გააპროტესტეს, აქციის შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ

ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან სამოქალაქო მოძრაობამ „გაბედე" საპოტესტო აქცია გამართა. აქციის შემდეგ ისინი უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს შეხვდნენ და გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი გენპროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრეს.

როგორც მოძრაობა „გაბედეს" წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტის რექტორს არგუმენტები არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარადგინა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შოთაძის კანდიდატურა, გარდა იმისა, რომ ის პატიოსანი სულის ადამიანია.

„მხოლოდ ის იყო არგუმენტი, რომ ეს ადამიანი არის პატიოსანი და სუფთა სულის პატრონი. ის, რომ საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში პირდაპირ ჩანს და პირდაპირ იკვეთება მისი სისხლის სამართლის ბრალეულობა, თუ როგორ ფარავდა იგი დანაშაულს, როგორ ანადგურებდა მტკიცებულებებს, როგორ აფარებდა ხელს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირდაპირ მტკიცებულებების გამყალბებელი ადამიანი წარადგინა კანდიდატად და რექტორი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ასახელებს მას ამ კანდიდატურაზე, რომ ის არის პატიოსანი ადამიანი, როდესაც ყველანაირი საბუთი, წარსულში შოთაძის მოქმედებები აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს. როდესაც ჩვენ ვუთხარით რექტორს, რომ ის სამწუხაროდ არის პოლიტიკურად მართული და მას არ ეკითხებიან რეალურად ვინ უნდა დაინიშნოს პროკურორად და იგი უბრალოდ არის გამოყენებული ინსტრუმენტად ამ შემთხვევაში, მან მოთმინება დაკარგა და დაიწყო ყვირილი“, - განაცხადა „გაბედეს" წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა განმარტა, რომ შოთაძე კომპეტენტური კადრია და მას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ყველა ტიპის არჩევნებში, მათ შორის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

„ირაკლი შოთაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. შოთაძე არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს კომპეტენცია ასწავლოს ახალგაზრდებს და როცა ჩვენ ამას ვადასტურებთ, ეს უკვე ყველა ბარიერს ხსნის. რადგან ადამიანს ჩვენ ვუშვებთ ახალგაზრდასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ მას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ყველა ტიპის არჩევნებში, მათ შორის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე გუშინ წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა