გიგა ბოკერია ირაკლი შოთაძეზე - ეს არის კიდევ ერთი დასტური ივანიშვილის ეჭვიანობის და იმის, თუ როგორ პანიკაშია, რომ ასეთი რამის გაკეთება მოუწია

“ეს არის კიდევ ერთი დასტური ივანიშვილის ეჭვიანობის და იმის, თუ როგორ პანიკაშია ის, რომ მოუწია ასეთი რამის გაკეთება, რადგან სხვებს არ ენდობა”, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენას.

მისი თქმით, ეს არის აგონიის ნიშანი, როცა საზოგადოების ასეთ შეურაცხყოფაზე მიდიხარ.

“მაშინ ყველა იყო აღშფოთებული შოთაძით და მხარს უჭერდნენ მის გადადგომას, იმიტომ რომ უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, როდესაც ჩაფარცხა და ხელი დააფარა ასეთ ტრაგიკულ მკვლელობას. მისი გადადგომის შემდეგ, იმ პირს, ვისზეც ბრალის წაყენებაზე მან უარი თქვა, ბრალი წაუყენეს კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით. პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ შოთაძე ხელს აფარებდა ამას. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი დასტური ივანიშვილის ეჭვიანობის და იმის, თუ როგორ პანიკაშია ის, რომ მოუწია ასეთი რამის გაკეთება, რადგან არ ენდობა სხვებს. არაფერს არ ცვლის სხვა თვალსაზრისით, რადგან ნებისმიერი სხვა მარიონეტი იგივე დაკვეთებს შეასრულებდა, რასაც შოთაძე შეასრულებს, მაგრამ ნიშანია აგონიის და ივანიშვილის პოლიტიკური დასასრულის”,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს