გიგა ბოკერია - გახარია არის დემორალიზებული „კლოუნი“ და ვერ ფუნქციონირებს იმ სამარცხვინო წესებითაც კი, რაც ივანიშვილს აქვს

ბიძინა ივანიშვილს ბევრნაირი „კლოუნი“ ჰყავს, გახარია კი არის დემორალიზებული „კლოუნი“ და ვერ ფუნქციონირებს იმ სამარცხვინო წესებითაც კი, რაც ივანიშვილს აქვს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელშიც ის საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.

ბოკერიას განცხადებით, თუ გახარია თანამდებობას დატოვებს, ეს არსებითად არაფერს შეცვლის.

„არაფერი გამიკვირდება. არსებითად არ ცვლის ეს ბევრს, მაგრამ იქნება დასტური, რომ როცა საზოგადოებას ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებ და ინსტრუმენტი იქნები „გავრილოვის ღამეში”, მერე გაგიჭირდება კი არა, ვეღარ შეძლებ საერთოდ ისეთი მარიონეტის როლში ყოფნასაც კი, როგორშიც გახარია იყო საბოლოო ჯამში. უმძიმეს მდგომარეობაშია ხელისუფლება. მაგაზე არ ვიღელვებდი, მაგრამ ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა და ეს ყველაფერი არის ნიშანი, როგორი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ გვყავდეს”,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მედიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს