რომან გოცირიძე - ძალიან არასერიოზული განცხადებები ისმის სასესიო დარბაზში - მათ ავიწყდებათ, რომ დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა პარლამენტის კონსტიტუციური ვალდებულებაა

ძალიან არასერიოზული განცხადებები ისმის პარლამენტის სასესიო დარბაზში. მათ ავიწყდებათ, რომ ბოიკოტი, ეს არის დეპუტატების და ფრაქციების კანონიერი უფლება, ხოლო დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა პარლამენტის კონსტიტუციური ვალდებულება, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტში, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის დეპუტატად ცნობასთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაწყებულ დისკუსიას.

ის საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, სპეკულაციას თავი დაანებონ.

„შეეშვან ყოველგვარ სპეკულაციას, ვინც აირჩია ხალხმა, ის უნდა დაამტკიცონ და ეს არის პროცედურული მხარე. კონსტიტუციისა და კანონის ფეხქვეშ გათელვა არაერთხელ მომხდარა ამ პარლამენტის და ამ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, მაგრამ ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი გამოვლინება იქნება ეს პოლიტიკური დევნისა, რომელსაც რა თქმა უნდა, მიეცემა სერიოზული საზოგადოებრივი და საერთაშორისო რეზონანსი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს