მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიდრე დაფინანსებას მოვიპოვებთ, შესაძლოა წყლის ქვეშ აღმოვჩნდეთ

მალდოვებმა შესაძლოა, კუნძულები დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ ექნებათ წვდომა დაფინანსებასთან, რომ გავლენა მოახდინონ კლიმატის ცვლილებებზე, - ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„პატარა ქვეყნებისთვის ეს ადვილი არაა. მანამ, ვიდრე დაფინანსებას მოვიპოვებთ, შესაძლოა, ყველა წყლის ქვეშ აღმოვჩნდეთ“, - განუცხადა ადბულა შაჰიდმა „როიტერსს“.

მალდივის კუნძულების 80% ზღვის დონიდან დაახლოებით ერთ მეტრზეა, რაც რესპუბლიკის 530 000-იან მოსახლეობას კლიმატური ცვლილებებისადმი უფრო მოწყვლადს აქცევს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, რესპუბლიკის მთავრობა წლებია დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, რათა აწეულ ზღვის დონეს მომზადებულად შეხვდეს, მათ შორის ააშენოს ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა „ზღვის კედლები“.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ, რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობის შეხვედრა წყლის ქვეშ გამართა, სადაც მთავრობის წევრები აკვალანგებით მაგიდასთან ისხდნენ. ამ გზით, პრეზიდენტი ცდილობდა კლიმატის ცვლილებებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიეპყრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა