რომან გოცირიძე - არჩევნების წინ გახარიაზე უკეთესი პრემიერი ვინ შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის?

არჩევნების წინ გახარიაზე უკეთესი პრემიერი ვინ შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის? წესით, უნდა გვაწყობდეს მისი დარჩენა არჩევნებამდე, მაგრამ ქვეყანა გვეცოდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პრემიერ გიორგი გახარიას შესაძლო შეცვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ თუ მის ადგილზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, ამას ის მოსალოდნელი სანქციების თავიდან აცილების მიზნით გააკეთებს, თუმცა, გოცირიძე მას პლახატნიუკის მაგალითს ახსენებს.

"ადამიანი, რომელიც გარეთ ვერ გამოდის, ყველა მისი გამოსვლა არის აქციების საბაბი და ეკრანებზე ყველა მისი გამოჩენა ადამიანებს შეახსენებს იმ დანაშაულებს, რომელსაც სჩადიოდა ხელისუფლება და პირადად ის. ყველა მისი გამოჩენა ეკრანებზე თუ ქუჩაში არის "ქართული ოცნების" წარუმატებლობის დემონსტრირება. ამიტომ, წესით უნდა გვაწყობდეს კიდეც მისი დარჩენა არჩევნებამდე პრემიერად, მაგრამ ქვეყანა გვეცოდება, თორემ გონივრული ოპოზიცია არც კი უნდა ითხოვდეს მის გადაყენებას. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ის ვერ მიაღწევს, ვიღაცით შეცვლიან ივანიშვილი იქნება ის თუ სხვა. თუმცა, ივანიშვილს არაფორმალური მმართველის პოზიციაში ყოფნა გაცილებით აწყობს, თუკი მან მოინდომა დაბრუნება, ამის ერთადერთი მიზეზი იქნება, მის მიმართ ფინანსური თუ სხვა სახის დევნის თავიდან აცილება, ვინაიდან, ქვეყნის პირველი პირის მიმართ სანქციების წაყენება ცოტა ძნელია. თუმცა, მუდამ ხომ არ იქნება, ვნახეთ პლახატნიუკი რა დღეში ჩავარდა, რაც ის ჩამოსცილდა ხელისუფლებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს