ირანის უმაღლესი ლიდერი - ირანს ღვთიური მხარდაჭერა ჰქონდა, როცა აშშ-ს „სილა გაულაწუნა“

ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ერაყში, ამერიკულ პოზიციებზე თავდასხმამ აშკარა გახადა, რომ ირანს „ღვთიური მხარდაჭერა“ ჰქონდა, როცა აშშ-ს „სილა გაულაწუნა“.

პარასკევის ლოცვის მსვლელობისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები ირანზე, შედეგებს ვერ გამოიღებს.

ათასობით ადამიანი, რომელიც ლოცვვას ესწრება, ხამენეის სიტყვებს შეძახილებით „სიკვდილი ამერიკას“ შეხვდნენ.

ხამენეიმ ირანის მიერ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინციდენტს „ირანის მტრები“ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გადასაფარად იყენებენ.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი, დღეს თეირანში პარასკევის ლოცვას უძღვება. ბოლო რვა წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირანის უმაღლესი ლიდერი პარასკევის ლოცვას აღავლენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს