მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას არაფერი დაუდასტურებია ირიბად - იმ ადამიანმა გაგცათ პასუხი, რომ ბოლო სერიაში ნახავთ, რომ ეს ასე არ იქნება

მუდმივად არავინ არ არის თანამდებობაზე. ოდესღაც არც მე ვიქნები უმრავლესობის ლიდერი, არც გახარია იქნება პრემიერ-მინისტრი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა შეცვალოს. მდინარაძის განმარტებით, გახარიას განცხადება - „დაელოდეთ ფინალურ სერიას“ - არ ნიშნავს, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა არ დგას.

გიორგი გახარიას არაფერი არ დაუდასტურებია ირიბად. იმ ადამიანმა გაგცათ პასუხი, რომ ბოლო სერიაში ნახავთ, რომ ეს ასე არ იქნება. მუდმივად არავინ არ არის თანამდებობაზე. ოდესღაც არც მე ვიქნები უმრავლესობის ლიდერი, არც გახარია იქნება პრემიერ-მინისტრი. დადგება ასეთი დრო, მაგრამ დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი საკითხები მხოლოდ მედიის მხრიდან ისმება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მედიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო