მამუკა მდინარაძე - სწორედ ირაკლი შოთაძის მსგავსი ადამიანი სჭირდება პროკურატურას, რომ კიდევ უფრო განვითარდეს

სწორედ ირაკლი შოთაძის მსგავსი ადამიანი სჭირდება საქართველოს პროკურატურას, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი, რომ შოთაძემ ამ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს.

„იმ დროს, როდესაც კრიტიკული მომენტი და კითხვები იყო, ირაკლი შოთაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ეს კითხვები აღარ არის. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მან მონაწილეობა არ მიიღოს ამ კონკურსში. იმ შემთხვევაში, თუ მის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო წარმოადგენს, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ის იმსახურებს იყოს იმ პოზიციაზე და იმედიც გვაქვს, რომ ღირსეულად გააგრძელებს საქმიანობას. სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება საქართველოს პროკურატურას, რომ კიდევ უფრო განვითარდეს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო