ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ არ გვინდა, რომ პროცესი სასამართლო დავაში გადაიზარდოს, იმიტომ, რომ ეს ანაკლიის პროექტის განხორციელებას გაურკვეველი ვადით გადადებს

ორი თვე გვაქვს და იქნებ რამე გამოვიდეს, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტის კითხვას, მიმდინარეობს თუ არა ხელისუფლებასა და „ანაკლისს განვითარების კონსორციუმს“ შორის მოლაპარაკება.

ჯაფარიძის განცხადებით, მათ არ სურთ პროცესი სასამართლო დავაში გადაიზარდოს.

მისივე თქმით, ისინი ყველა გამოსავალს მხარს დაუჭერენ, რომელიც პროექტის უწყვეტ განვითარებას უზრუნველყოფს.

„ამ წუთას ჩვენი მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, რადგან მთავრობის მხრიდან ვერანაირი სურვილი ვერ დავინახეთ და უფრო მეტსაც გეტყვით, გუშინ განაცხადეს, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაკავშირებული იყო ანაკლიასთან, არ განხორციელდება, ლაპარაკია საავტომობილო გზის და რკინიგზის მიყვანაზე, რაც იყო ჩემი აზრით კიდევ ერთი სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯი. მაგრამ რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ წუთას მოლაპარაკება არ მიმდინარებს უშუალოდ კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ახლა იურისტები მუშაობენ და აანალიზებენ შექმნილ ვითარებას გამომდინარე იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც არსებობს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი სასამართლო დავაში გადაიზარდოს, იმიტომ, რომ ეს დიდი ხნით გააჩერებს პროექტის განხორციელებას და გადადებს გაურკვეველი ვადით. ეს არ არის ჩვენი ინტერესი, ამიტომ, ჩვენი მხრიდან თუ რამე იქნება გამოსავალი მოძებნილი, ჩვენ ყველა გამოსავალს მხარს დავუჭერთ ისეთს, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის უწყვეტ განვითარებას.

ჩვენს შორის ხელშეკრულებით, არსებობს 2- თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მხარეები უნდა შეეცადონ მოძებნონ გამოსავალი დავის გარეშე. ამ წუთას მე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ ორი თვე გვაქვს და იქნებ რამე გამოვიდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება 2020 წლის 9 იანვარს შეუწყვიტა.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამორიცხავს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულება აღდგეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მხარეთა შორის 60 - დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო