ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის   მონიტორინგის ჯგუფი სვანეთში,   მიმდინარე სეზონზე გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით  ინსპექტირებას ატარებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიტორინგის ჯგუფი სვანეთში, მიმდინარე სეზონზე არსებული ვითარების ადგილზე გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით ინსპექტირებას ატარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფის წევრები მონიტორინგის მიზნით, უკვე იმყოფებოდნენ მთის კურორტების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ბაკურიანსა და გუდაურში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, უწყებათაშორისი მონიტორინგის ჯგუფის ფორმირება მოხდა, რომელსაც დაევალა შესაბამის უწყებებთან საკითხების კოორდინაცია.

გამოწვევების მოგვარების გზების ოპერატიულ ვადებში მოძიებისთვის მონიტორინგის ჯგუფი მესტიაში ადგილობრივი სასტუმროების, ტურიზმის სექტორის და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიტორინგის ჯგუფი ზამთრის სეზონზე კერძო სექტორთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის უწყვეტ რეჟიმზე გადავიდა.

მონიტორინგის ჯგუფი ტურისტულად აქტიურ ადგილებზე პრობლემების გამოვლენისა და შესაბამის სამსახურებთან ერთად გადაჭრის გზების მოძიების მიზნით პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა.

მომავალი კვირის დასაწყისში სვანეთში სამუშაო შეხვედრაა დაგეგმილი, რომელის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და კურორტების მართვის საინიციატივო ჯგუფი წევრები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს