თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელშეწყობით, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, ავტორიზაციის გაუქმების გამო, სწავლას სხვადასხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ამ მიზნით, მათთვის ამ დღეებში რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება, რომლის პროცედურები, მათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სტუდენტებს ღია კარის დღეზე უკვე გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა უკვე მიიღეს ინფორმაცია, თუ რომელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ მონაწილეობას მათთვის სპეციალურად გამოცხადებულ რიგგარეშე მობილობაში.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2019 წლის 20 დეკემბერს გაუუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის 15 თებერვლიდან შედის თუმცა, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, უმაღლესი განათლების მიღმა არცერთი სტუდენტი არ დარჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა