შსს-მ ერთი პირი დააკავა, რომელიც ბინის მფლობელებს პოლიციის თანამშრომლის სახელით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, - ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დროებითი საცხოვრებლის შესაძლო ქირავნობის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელებს, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მ.ბ. მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი - ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს მისი სახელით დაემუქრა.

გამოძიება მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო