კანადა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპული კანადის მოქალაქეების ოჯახებს კომპენსაციის სახით 25 000 დოლარს გადაუხდის

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კატასტროფის დროს თითოეული დაღუპულის ოჯახი, რომლებიც კანადის მოქალაქეები არიან, კომპენსაციის სახით 25 000 დოლარს მიიღებენ, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანხას ოჯახებს უახლოეს დღეებში ჩაურიცხავენ.

„თუმცა მინდა ნათლად გამოვხატო: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ირანი ამ ოჯახებს კომპენსაციებს გადაუხდის. თუმცა მე მათ შევხვდი და მათ არ შეუძლიათ კვირები იცადონ. მათ მხარდაჭერა ახლა სჭირდებათ“,- განაცხადა ტრუდომ.

შეგახსენებთ, „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა