გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს „დარგობრივი ინგლისური გარემოსდაცვასა და სოფლის მეურნეობაში” სასერთიფიკატო კურსი ჩაუტარდათ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს „დარგობრივი ინგლისური გარემოსდაცვასა და სოფლის მეურნეობაში” სასერთიფიკატო კურსი ჩაუტარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაფინანსებითა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით ჩატარდა.

უწყების ცნობით, კურსი ინტეგრირებული იყო, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული დავალებებით და მოიცავდა გარემოსდაცვით და სოფლის მეურნეობის საკითხებს. ლექციებს ჯიპას პროფესორები და მოწვეული უცოხელი და ქართველი ტრენერები კითხულობდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა