31 იანვარს ბრიტანელები ევროკავშირიდან გასვლას ღონისძიებებით აღნიშნავენ

დიდი ბრიტანეთი „ბრექსითისთვის“ ემზადება. 31 იანვარს ბრიტანელები ევროკავშირიდან გასვლას დაუნინგ სთრითზე შეხვდებიან, სადაც წამზომი ბოლო დარჩენილ წამებს დაითვლის. იგეგმება სპეციალური განათების შოუს მოწყობა. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს.

„31 იანვარი მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ისტორიისთვის, რადგანაც დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და იბრუნებს დამოუკიდებლობას“, - აცხადებენ ჯონსონის ოფისში.

„ბრექსითის“ დღესთან დაკავშირებით, მიმოქცევაში სპეციალური მონეტაც ჩაეშვება წარწერით „მშვიდობა, კეთილდღეობა და მეგობრობა ყველა ერს“.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვარს ტოვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო