ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

სადოქტორო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რეგიონში პირველად, საქართველოში განხორციელდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, ჰოლანდიაში განხორციელებული ვიზიტისას, მიღწეულ იქნა შეთანხმება ლაიდენის უნივერსიტეტთან, რომელიც ევროპის 100 მოწინავე კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

შეთანხმების საფუძველზე, სადოქტორო პროგრამა ხელოვნურ ინტელექტში BTU-ს ბაზაზე შეიქმნება და გაზიარებული იქნება ევროპის საუკეთესო კვლევითი გამოცდილება ამ მიმართულებით. ლაიდენის უნივერსიტეტი მე-16 საუკუნეში დაფუძნებული საგანმანათლებლო და კვლევითი ერთეულია, რომელიც მოწინავეა ამ დარგში ინტერდისციპლინარული კვლევების წარმოებით.

ლაიდენის ციფრული ტექნოლოგიების და სამართლის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ბართ ქასთერსის განცხადებით, - “გვაქვს მაღალი ინტერესი ჩავერთოთ არა მხოლოდ აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში და დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში, არამედ გავაფართოვოთ თანამშრომლობის არეალი და შევქმნათ ერთიანი საბჭო, რომელიც BTU-ს დაეხმარება აღნიშნული სფეროს ქვეყანაში განვითარებაში.”

ახალი სადოქტორო პროგრამის მიზანი იქნება ხელოვნური ინტელექტის გარშემო ლეგალური, ეთიკური, უსაფრთხოების და სოციალური საკითხების კვლევა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ დარგის განვითარებისთვის და ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის. ხელოვნური ინტელექტის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება დანაშაულის პრევენციისთვის, კიბერუსუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სხვა ეთიკური და ლეგალური საკითხების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ის მიმართულებებია, რომელიც სადოქტორო პროგრამის ფარგლებში წარმოებული კვლევების შედეგად იქნება დანერგილი ან/და გაუმჯობესებული საქართველოში. ლაიდენის ინტერდიციპლინარული სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ სიმონ ვან დერ ჰოფის განცხადებით, - “BTU ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებს შორისაა. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სხვადასხვა სექტორში სწორედ სამეცნიერო კვლევებით უნდა დაიწყოს და მივესალმებით ამ ინოვაციურ მიდგომას ინტერდისციპლინარული კვლევების განხორციელების მიმართულებით.”

სადოქტორო პროგრამაზე მიღება 2021 წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამოცხადდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა