პროკურატურასთან დაკავებულ ზვიად კუპრავას და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გენერალურ პროკურატურასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ 166-ე მუხლის დარღვევისთვის სცნო დამნაშავედ, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს და ადმინისტრაციული სახდელის სახით 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა