პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცველებმა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაკავებასთან დაკავშირებით ნატა ფერაძის „ფეისბუქის“ გვერდზე მისი ახლობლები წერენ.

„დაახლოებით საათნახევრის წინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ბიჭების და გოგოების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერს. ტრანსგენდერმა გამოიძახა პატრული ჩუმად, პატრული მოვიდა, ჰომოფობები გაიქცნენ, პოლიციელები ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ და ვერ დაიჭირეს, რასაც მოჰყვა ტრანსგენდერების გაღიზიანება. ტრანსგენდერი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო, რომ პოლიციას ჰომოფობი უწოდა. ჩვენ ვკითხეთ პატრულს, თუ რატომ დააკავეს ტრანსგენდერი და უცბად ნატაც დაიჭირეს. მთელი დროის განმავლობაში ჩანდა პოლიციის ჰომოფობიური განწყობა,“ - ნათქვამია ნატა ფერაძის Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით მხოლოდ ნატა ფერაძის დაკავებას ადასტურებენ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო