ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

შეგახსენებთ, ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაკავებასთან დაკავშირებით ნატა ფერაძის „ფეისბუქის“ გვერდზე მისმა ახლობლებმა დაწერეს.

„დაახლოებით საათნახევრის წინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ბიჭების და გოგოების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერს. ტრანსგენდერმა გამოიძახა პატრული ჩუმად, პატრული მოვიდა, ჰომოფობები გაიქცნენ, პოლიციელები ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ და ვერ დაიჭირეს, რასაც მოჰყვა ტრანსგენდერების გაღიზიანება. ტრანსგენდერი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო, რომ პოლიციას ჰომოფობი უწოდა. ჩვენ ვკითხეთ პატრულს, თუ რატომ დააკავეს ტრანსგენდერი და უცბად ნატაც დაიჭირეს. მთელი დროის განმავლობაში ჩანდა პოლიციის ჰომოფობიური განწყობა,“ - ნათქვამია ნატა ფერაძის Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა