ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადება ვირუსით 45 დაინფიცირებულის შესახებ არასწორია და რეალურად დაავადებულთა რიცხვი 1 700-სს აღემატება. ვირუსს დღემდე ჩინეთში 2 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა გამოსავლენად ქვეყნის სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწმებას იწყებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შემოსული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. მათი თქმით, ვირუსი ჩინეთის გარდა, იაპონიასა და ტაილანდშიც გავრცელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა