საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის წევრებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის წევრებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტები საფრანგეთის პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის სხვადასხვა ნივთები ესროლა, რის შემდეგაც სამართლდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთანავე ცნობილი გახდა 32 აქტივისტის დაკავების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 2018 წლის ნოემბრიდან იმართება. თავდაპირველად აქტივისტები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი, მათი მოთხოვნები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომის მოთხოვნით შეიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა