სერგი კაპანაძე - განცხადებები, რომელიც რამდენიმე თვეა კონგრესში კეთდება, უნდა იყოს სერიოზული, შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის

განცხადებები, რომელიც რამდენიმე თვეა კონგრესში კეთდება, უნდა იყოს სერიოზული შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგი კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ „ივანიშვილის გარემოცვას ეყოფა საღი აზრი იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს“.

„კონგრესმენ მალინის ღია წერილი პრემიერ-მინისტრ გახარიაზე არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ში ძალიან შეშფოთებული არიან იმ პროცესებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს წერილები და განცხადებები არ წყდება და ის მოდის არა მარტო ჩვენი ევროპელი, არამედ ამერიკელი პარტნიორებისგან. ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, მას რომ ოდნავ საღი აზრი მაინც ჰქონდეს შერჩენილი.

უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არის ეკონომიკური კრიზისი და უგულებელყოფა დემოკრატიული ინსტიტუტების. ჩვენი პარტნიორები ამით შეშფოთებულნი არიან. თუკი, ოდნავ მაინც საღი აზრი აქვთ დარჩენილი ივანიშვილის გარემოცვაში, ეს უნდა გაითვალისწინონ და გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან. ეს განცხადებები, რომელიც რამდენიმე თვეა კეთდება კონგრესში, უნდა იყოს სერიოზული შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის და მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რის ირგვლივაც არის წუხილი გამოთქმული კონგრესმენების შეფასებებში. ამას თუ არ იზამენ, ბუნებრივია, ამით კიდევ უფრო გააღრმავებენ თავის თავის იზოლაციას და კიდევ უფრო გაირთულებენ ვითარებას. ჯამში თუ რით მთავრდება იზოლაცია კარგად ნახეთ მოლდოვას მაგალითზე, როცა ყოფილი მმართველი არაფორმალური მოხვდა სანქციების ქვეშ. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება ჩვენს შემთხვევაში და ივანიშვილის გარშემო მყოფ ადამიანებს საღი აზრი ეყოფათ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანონ ქვეყანა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გამოუგზავნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ პორპორციული სისტემის ჩაგდების გამო, მისი კოლეგების მოსაზრებებს უერთდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს