პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ "მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან".

"გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი!",- აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა სურამ-ხაშურის და რუსთავის ეპარქიებიდან ნორჩი ჩოხოსნები დალოცა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა