მეუფე გრიგოლი გიორგი მამალაძეზე - სინოდი არ არის აღმასრულებელი ორგანო ქვეყანაში, სინოდი არის რელიგიური ორგანიზაცია

მე შემიძლია ჩემს თავზე ვაგო პასუხი, ჩემი ქმედება ავხსნა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, უნდა მიემართა, თუ არა სინოდს იუსტიციის სამინისტროსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის, სასჯელის გადავადების მიზნით მას შემდეგ, რაც დეკანოზი პრეზიდენტმა არ შეიწყალა.

,,ჩემთვის ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება, მე ჩემი აზრი და პოზიცია არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. არ შემიძლია, ნამდვილად განვსაზღვრო, ვინ რას აკეთებს და რატომ აკეთებს, მე შემიძლია ჩემ თავზე ვაგო პასუხი, ჩემი ქმედება ავხსნა“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, სინოდი ქვეყანაში აღმასრულებელი ორგანო არ არის.

,,ჩემს ხელში ერთადერთი ყველაზე ძლიერი იარაღი არის სიტყვა, სიტყვას ვამბობთ და დანარჩენი, ვის რაშიც კონკრეტული შესაძლებლობები აქვთ, დანარჩენი მათ უნდა გააკეთონ. ჩვენ სიტყვისთვის კი არა, იმ ადამიანების სულიერი მემკვიდრეები ვართ, და იმას ვქადაგებთ, რომ ჯვარს ეცმოდნენ და ფიზიკურად ეწამებოდნენ ადამიანები. ახლა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ამ მოვლენასაც ცოტა უფრო სულიერი თვალით სჭირდება დანახვა. სინოდი არ არის აღმასრულებელი ორგანო ქვეყანაში. სინოდი არის რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც მოცემულ დროში, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა ამას გვიჩვენებს ზოგიერთი გამოკითხვა და სინოდის თხოვნაზე გაცემული პასუხებიც, ეს მეტყველებს რეალურ გავლენებზე“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა