მეუფე მელქისედეკი - თუ ცუდად არის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობა, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გადაიყვანონ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, მაშინ ის შესაბამისმა სტრუქტურებმა სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

"თუ ცუდად არის მამა გიორგის ჯანმრთელობა ის შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გადაიყვანონ. მე ვერაფერს ვიტყვი",- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

კითხვაზე, მიმართავს თუ არა წმინდა სინოდი საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით განმეორებით? მეუფე მელქისედეკმა უპასუხა:

"როცა სინოდის სხდომა იქნება ალბათ, ამაზე იქნება მსჯელობა. როდის იქნება სინოდის სხდომა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს",- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა