ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ვარკეთილში, ,,ანას ბაღთან” მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი კორპუსის ადგილმონაცვლეობისა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიციის შედგენას გეგმავენ, რომლითაც თბილისი საკრებულოს მიმართავენ.

ადგილობრივებმა მშენებლობის წინ კარავი გაშალეს, სადაც, მათი თქმით, პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.

,,ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი ეზოს გასხვისებას, რომელიც "ანას ბაღის" განუყოფელი ნაწილია. ადგილზე ჩავდგით კარავი და ვიწყებთ პეტიციების მოგროვებას, რომელსაც შევიტანთ თბილისის საკრებულოში. გვჭირდება 10 000 ხელმოწერა, რათა მათ სავალდებულო წესით განიხილონ ჩვენი პრობლემა და დაგვიბრუნონ ჩვენი ეზო”, - განაცხადა ლევან ქართველიშვილმა.

ვარკეთილში, "ანას ბაღთან" საპროტესტო აქციებს მოსახლეობა რამდენიმე კვირაა მართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს