გიგა ბოკერია კონგრესმენის ღია წერილზე - ივანიშვილის რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის შიგნით ძალადობით და კორუფციით, ხოლო გარეთ, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან პოზიციების დასუსტებით

ჩვენი ამოცანაა ეს პოლიტიკური ჭირი, ეს მაოხრებელი გზირი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენის ღია წერილის შეფასებისას განუცხადა, რომელითაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ზიანს აყენებს საკუთარ ქვეყანას და ამის კიდევ ერთი მაგალითია კონგრესმენის წერილი.

„ივანიშვილის რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის შიგნით ძალადობით, კორუფციით, ჩვენი ფულის ფლანგვით, ქვეყნის ეკონომიკური სვლის შენელებით, ხოლო გარეთ, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის თავისუფალი სამყაროს ლიდერთან, აშშ- სთან საქართველოს პოზიციების დასუსტებით, რაც პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და ჩვენს პერსპექტივაზე. ეს გულისხმობს როგორც უსაფრთხოების თემას, ისე ეკონომიკურ ინვესტიციებს, რაც პირდაპირ არის კავშირში იმასთან, თუ რამდენად სწრაფად გამოვალთ სიღარიბიდან და ამ ეკონომიკური სტაგნაციიდან. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ კაცის და მისი კლოუნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით.

დღეს რა გზაც მას აქვს არჩეული, ეს არის გზა საკუთარი თავის პოლიტიკური დაღუპვის იმიტომ, რომ ის ვერ გადარჩება ვერც ამ რეპრესიებით, ვერც ეკონომიკურ საკითხებში კორუფციით და მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შევიწროებით, ეს მას ვერ იხსნის, მაგრამ სანამ ხელისუფლებაშია, ზიანს აყენებს საქართველოს. თუ გონს მოეგება, ეს სჯობს ქვეყნისთვის და უკეთესი ვერსიაა მისთვის, მაგრამ ძალაუფლებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებს.

ჩვენ, როგორც საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიცია, ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზად. ჩვენი ამოცანაა ეს პოლიტიკური ჭირი, ეს მაოხრებელი გზირი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ნაკლები ზიანით ქვეყნისთვის. ჩვენი თვითმიზანი ის არ არის, რომ ის ძალიან ცუდად მოიქცეს და შემდეგ ძალიან ცუდად დაამთავროს, არა მასზე ზრუნვის გამო, არამედ ქვეყნის, საკუთარი მომავალის ინტერესების გამო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა