ყოფილი „მიონის“ შენობაში ხანძარი, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ლიკვიდირებულია

ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი "მიონის" შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ელექტრო კაბელები დაეცა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

"ბელიაშვილის #98-ში, ყოფილი "მიონის" შენობაში მე-6 სართულზე გაჩნდა ცეცხლი, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეძანძრე-მაშველებს მოუწიათ ღია ცეცხლში შესვლა, სადაც აღმოჩენილი იყო ერთი მიცვალებული, შუახნის მამაკაცი. ამ დროისათვის ხანძარი არის ლიკვიდირებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის არის უცნობი შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ასევე დაწყებულია გამოძიება", - განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა