კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის  სხდომაზე მოხსენებით წარდგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, 20-24 იანვარს, ბრიუსელს ეწვევიან, სადაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. სხდომაზე კახაბერ კუჭავა მოხსენებით წარდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სხდომაზე საქართველოში არსებული პროგრესის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი მდგომარების შესახებ იმსჯელებენ.

„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰაიდი ჰაუტალასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელ ანდრიუს კუბილიუსთან, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტიან ტერესთან და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე რასა იუკნევიჩიენესთან გამართავს.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტარებთან - ურმას პაეტთან, ანდრეა ბოცსკორთან და რაინჰარდ ბიუტიკოფერთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს, აგრეთვე, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე, ბრიუსელში მოქმედი აკადემიური წრეებისა და Think-Tanks წარმომადგენლებთან გამართავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა