სასამართლომ ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ, პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ კი შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 40 დღე განესაზღვრა, ვახტანგ რობაქიძე გირაოს სრული მოცულობის გადახდამდე პატიმრობაში დარჩება.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რობაქიძის ადვოკატის განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ „დაკვეთა შეასრულა“.

ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს