ბექა ოდიშარია - ოპონენტების უმართებულო ჟრიამული, თუნდაც ერთი, მაგრამ ძალიან საპატივცემულო კონგრესმენის განცხადების ირგვლივ, ვფიქრობ, უდროოა

აღნიშნული დავის წარმოჩენა საქართველოში ამერიკული კომპანიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის ან გარემოს გაუარესების ჭრილში, უბრალოდ სიცრუე და მკრეხელობაა,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის რეალურ ურთიერთობებზე მსჯელობისას საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს უნდა დავეყრდნოთ და აღნიშნული წერილის გამო „ოპონენტების ჟრიამული უდროოა“.

„აღნიშნული დავის წარმოჩენა საქართველოში ამერიკული კომპანიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის ან გარემოს გაუარესების ჭრილში, უბრალოდ სიცრუე და მკრეხელობაა. მე, როგორც წარსულში საქართველოში ყველაზე მსხვილი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი ტიპის დავები ლიცენზიის გამცემ, ინვესტორ და ოპერატორ კომპანიებში სრულიად ნორმალური მოვლენაა ამ სამყაროში და მეც არაერთხელ ვყოფილვარ პირადად სახელმწიფოსთან ამგვარ პროცესში, თუმცა ამჯერად, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ საკითხს სტოკჰოლმის დამოუკიდებელი საარბიტრაჟო განიხილავს და ალბათ გადაწყვეტილებასაც იხილავს მალე საზოგადოება.

Frontera ორ ათეულ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს ყველაზე შეღავათიანი პირობებით და მათ შორის უპრეცედენტო ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფოსთან. ეს დამოკიდებულება, ცხადია, მათ შორის გამოწვეული იყო იმითაც, რომ ის ამერიკული კომპანიაა. ჩვენი ქვეყნისთვის და ნებისმიერი ხელისუფალისთვის ემოციურად ყოველთვის იყო, არის და იქნება, ინვესტიციის ზომის მიუხედავად, ევროპული და ამერიკული ინვესტიცია უფრო პრესტიჟული და ღირებული, მიუხედავად სხვა ქვეყენების მიერ განხორცილებეული მნიშნელოვანი ინვესტიციებისა. რაც შეეხება ოპონენტების უმართებულო ჟრიამულს, თუნდაც ერთი, მაგრამ ძალიან საპატივცემულო კონგრესმენის განცხადების ირგვლივ, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, ვფიქრობ, უდროოა, რადგან თუ გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის რეალურ ურთიერთობებზე მსჯელობა, ალბათ, უნდა დავეყრდნოთ განცხადებებს, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტი და გავაანალიზოთ ის უპრეცედენტო თანამშრომლობა და ურთიერთობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს მრავალი მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან“,- განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო