მამუკა მდინარაძე - ნებისმიერ პოლიტიკოსს ვურჩევ, ისარგებლონ, არა კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით

ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ამერიკელ კონგრესმენს საკუთარ წერილში, კონკრეტული მიზეზებიც აქვს მითითებული.

„ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით, მათ შორის ორპარტიული მხარდამჭერი აქტით, ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პიზიტიურია და. ა. შ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონგრესმენ მალენის განცხადებას, მის მიერ იმავე წერილში მაგალითის სახით მითითებული, კონკრეტული მიზეზიც აქვს.

რაც შეეხება კომპანია "ფრონტერას" - მისი დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მიუკერძოებლად, რეალისტურად შეგვეძლება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზოგადად, ქართული სახელმწიფო დღეს, ისე როგორც არასდროს, მოწოდებულია, რომ მაქსიმალური, შეიძლება ითქვას პრიორიტეტული ხელშეწყობა ჰქონდეთ დასავლურ კომპანიებს და ერთ-ერთ მაგალითად თავად "ფრონტერაც" კი შეიძლება გამოდგეს, რომელსაც, თუ სწორად მახსოვს, საქართველოში დღეის მდგომარეობით ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო პირობები აქვს“,-წერს მდინარაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო