რომან გოცირიძე კონგრესმენ მალინის განცხადებაზე - ყოველივე ეს აყალიბებს დამოკიდებულებას ხელისუფლებაზე, რომელიც არის არადემოკრატიული, პრორუსული ორიენტაციის -  ეს არის ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდობლობა

ყოველივე ეს აყალიბებს დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ, რომელიც არის ფაქტობრივად არადემოკრატიული, პრორუსული ორიენტაციის, სადაც არ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა კონსტიტუციური ორგანო დაპყრობილია ერთი ადამიანის მიერ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის ღია წერილი შეაფასა.

გოცირიძის თქმით, სახელმწიფო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მხრებზე დგას და აღნიშნული მხარდაჭერის დაკარგვა სერიოზულ რისკებს შეიცავს.

„როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ ირგვლივ იკვრება წრე და ნელ-ნელა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად. საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის ქვეშ ექცევიან, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პირველი წერილი, მანამდე იგივე ხელისუფლების ბიზნეს ზეწოლაზე და ზოგადად, დემოკრატიის პროცესში უკან დახევაზე, მანამდეც ოკლაჰომის წინა მოწვევის კონგრესის წევრიც საუბრობდა და იგი მოითხოვდა სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ და შემდეგ, ეს საკითხი გააგრძელა, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ვადა ამოწურა, ახალმა კოგრესმენმა ოკლაჰომიდან. მას წინ უძღოდა ის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვდა. ეს არის ძალიან სამწუხარო, ვინაიდან, მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს ქვეყნას და საბოლოოდ, აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობის გაუარესებით“,-განაცხადა გორიციძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდობლობას გამოხატავს.

„ყოველივე ეს აყალიბებს დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ, რომელიც არის ფაქტობრივად არადემოკრატიული, პრორუსული ორიენტაციის, სადაც არ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა კონსტიტუციური ორგანო დაპყრობილია ერთი ადამიანის მიერ. მითუმეტეს, ანალოგი იყო ცოტა ხნის წინ, მოლდოვაში, მოლდოვის ამბებმა უფრო შეუწყო ხელი საქართველოს ხელისუფლების სახის წარმოჩენას. ჩვენ ვიცით რომ სანქციები დაუწესეს მოლდოვის ოლიგარქს. მთლიანობაში ყველა მსგავსი განცხადება, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსადმი, აისახება ერთ მთავარ შედეგში, ეს არის ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდობლობა, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესებით და პირველ რიგში, ეკონომიკურ კონტექსტში, ვინაიდან ქვეყანა კარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას.

სახელმწიფო დგას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მხრებზე და ამ მხარდაჭერის დაკარგვა შეიცავს ძალიან სერიოზულ რისკებს და სწორედ რისკის წინაშე აყენებს თავიანთი უპასუხისმგებლო და ხელისუფლების შენარჩუნების ასეთი მანიაკალური ლტოლვით ივანიშვილი და მისი პარტია“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს