დონალდ ტრამპი - არასდროს მინახავს რესპუბლიკური პარტია ისეთი ძლიერი და ერთიანი, როგორც ახლა

არასდროს მინახავს რესპუბლიკური პარტია ისეთი ძლიერი, როგორც ახლა,-ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.

"მე არასოდეს მინახავს რესპუბლიკური პარტია ისეთი ძლიერი და ერთიანი, როგორც ახლა. დიდი მადლობა",-წერს ტრამპი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ დემოკრატიული პარტია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს. იმპიჩმენტის საკითხი ახლა ამერიკის სენატშია გადაცემული.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი, მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო.როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი უკვე დაამტკიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო