ბორის ჯონსონი - ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება, ვიდრე რუსეთი დესტაბილიზაციურ ქმედებებს არ შეწყვეტს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბერლინის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიტანეთის პოზიცია სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია. ბორის ჯონსონის თქმით, მსგავსი შეტევა არ უნდა განმეორდეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათი, ორივეს პასუხისმგებლობაა, განიხილონ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ლიბია, სირია, ერაყი და ირანი.

ბორის ჯონსონის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს დესტაბილიზაციიურ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის დიდ ბრიტანეთს და მის მოკავშირეებს.

"არ მოხდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს დესტაბილიზაციურ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის დიდ ბრიტანეთს, ჩვენს მოკავშირეებს და ძირს უთხრის ჩვენი მოქალაქეების და კოლექტიურ უსაფრთხოებას",-განაცხადა ბორის ჯონსონმა შეხვედრაზე, რომელის შესახებ ინფორმაციაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა