ჩინეთი პნევმონიის 139 ახალ შემთხვევას ადასტურებს

შაბათ-კვირის განმავლობაში ჩინეთში უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი, -ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უხანის გარდა ჩინეთის სხვა ქალაქებშიც დადასტურდა. ვირუსით პეკინში ორი, ქალაქ შენჯენში კი - ერთი ადამიანი დაავადდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ უხანში დღემდე ვირუსის 198 შემთხვევაა დადასტურებული. 170 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობას ჯერ კიდევ აგრძელებს.

პეკინი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს