ექიმის ინფორმაციით, ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს სხეულის 50% აქვს დამწვარი იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება.

„31 წლის მამაკაცს დამწვრობა ცეცხლის ალით აქვს მიღებული, სავარაუდოდ, ბინაში გაზი აფეთქდა, აალდა. პაციენტი ბათუმიდან სასწრაფო გადაუდებელმა დახმარებამ გადმოიყვანა და ამჟამად მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში გადის. მისი მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს სხეულის 50% აქვს დამწვარი. იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მას სპეციფიური ანტიშოკური თერაპია უტარდება“,-განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ხოლო მათი შვილი 31 წლის მამაკაცი დაშავდა. ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა