ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად, ბექა მშვილდაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „კადრს მიღმა“ გაიმართება

22 იანვარს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ოპერატორ ბექა მშვილდაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „კადრს მიღმა“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა მშვილდაძემ განუცხადა, გამოფენა საქველმოქმედო ხასიათის იქნება. მისივე თქმით, მიღებული თანხა გადაირიცხება ჟურანლისტ ბექა პატურაშვილის შვილის, ალექსის დასახმარებლად.

საგამოფენო დარბაზში ასევე წარმოდგენილი იქნება ნინო ჯიქიას, რეზი ცირეკიძისა და არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევრები.

გამოფენა-გაყიდვა 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსი პატურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ბიჭუნას ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო.

ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ.

ანგარიშის ნომერია: GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი);

მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს