კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისში, საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანზე, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 20 იანვრის საღამოს 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

საბურთალოს რაიონში: შანხაის დასახლებას, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, გამრეკელის, ქავთარაძის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე სოფელ დიღომს.

ვაკის რაიონში: ნუცუბიძის პლატოს, მიკრო რაიონებს და კვარტლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს