ბორის ჯონსონი პუტინს აფრთხილებს, ბრიტანეთში ქიმიური თავდასხმა აღარ გაიმეოროს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ რუსეთმა 2018 წლის მსგავსი ქიმიური თავდასხმა აღარ უნდა გაიმეოროს ბრიტანეთში. საქმე ეხება ე.წ. სკრიპალების საქმეს, როდესაც რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს.

პრემიერის სამსახურის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა პუტინს განუცხადა, რომ ლონდონსა და მოსკოვს შორის ნორმალური ურთიერთობები ვერ დამყარდება მანამ, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს „დესტაბილიზაციურ ქმედებებს“.

„პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია ვერ მოხდება, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ისეთი დესტაბილიზაციური ქმედებების განხორციელებას, რომელიც საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩვენს მოკავშირე ქვეყნებს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“,-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონი და ვლადიმერ პუტინი 19 იანვარს, ბერლინში შეხვდნენ, სადაც ლიბიის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეო: ბორის ჯონსონი პუტინს აფრთხილებს, ბრიტანეთში ქიმიური თავდასხმა აღარ გაიმეოროს

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის