დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს.

ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა წარმოადგენდნენ ფონდის შვილობილ კომპანიებს.

„რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც დღეს ფონდის შვილობილ კომპანიებად ითვლება, ფონდი აბსოლუტურად არ ერევა მათ მართვაში, სულ ვამბობდი, რომ ეს არის კვაზი სისტემა და უნდა იყოს აბსოლუტურად შეცვლილი. ვფიქრობ, „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ელექტროსისტემა“ დღეს არის ეკონომიკის სამინისტროს მართვის ქვეშ და შესაბამისად, მათთან უნდა იყოს გადასული და არ უნდა ითვლებოდეს ისინი ფონდის შვილობილ კომპანიებად ფორმალურად და ის ამოცანები, რაც ფონდს გააჩნია, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ახალი საწარმოების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნის პრიორიტეტების გამოკვეთა, რეგიონების განვითარება - ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი საქმიანობა და არა ის ფორმალიზმი, რაც დღეს ფონდში სამწუხაროდ, არსებობს.

შვილობილი საწარმოებით ფინანსდება ფონდი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფაქტიურად არ დაფინანსებულა, იმიტომ, რომ ამ საწარმოებს აქვთ თავიანთი პრობლემები, თავიანთი რეაბილიტაციის გეგმა, ისინი მიღებულ შემოსავლებს თავიანთ განვითარებაში დებენ და უნდა ჩადონ კიდეც და სწორია, ამიტომ ჩვენ მათი დივიდენდებით არ უნდა ვიყოთ. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს ფონდი. ფონდი ასეთი სტრუქტურით თვითონ უნდა ახერხებდეს, რომ მოიძიოს ფინანსური სახსრები უცხოეთიდან, ეს იქნება კრედიტის სახით, გარკვეული თანადაფინანსებების სახით და ჩვენ ამ თემაზეც ვმუშაობთ. ასე რომ, არ არის აუცილებელი და არც ვაყენებთ საკითხს, რომ ფონდი ბიუჯეტს დააწვეს. ფონდს, რომელსაც გააჩნია დღეს თავის აქტივები, აქვს იმის საშუალება, რომ დამატებით მოიზიდოს გარედან როგორც საფინანსო რესურსი, ასევე თანაინვესტირების მიზნით შემოიტანოს დამატებით ინვესტიციები ქვეყანაში. ფონდს დღეს 1 დოლარზე დაახლოებით 8 დოლარი აქვს ქვეყანაში შემოტანილი. ეს ნიშნავს, რომ ფონდის მიერ 250 მილიონიანი ინვესტიცია იყო იმის პირობა, რომ ქვეყანაში 2 მილიარდზე მეტი თანხა შემოიტანა, ჩვენ ზუსტად ასე გავაგრძელებთ და არ დაგვჭირდება დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის თანხები,“- განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისი ინფორმაციით, რეფორმის ვადები უკვე დადგინდა და წლის პირველ ნახევარში ახალი სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა