სოფო კილაძის განცხადებით, ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძის მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგილი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ვახტანგ რობაქიძის მხრიდან, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტშია ბრალდებული, სპეკულაციას აქვს ადგილი. ამის შესახებ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა რობაქიძის განცხადების შესწავლას, რომლის თანახმად, ვახტანგ რობაქიძე ამბობს, რომ მასზე პოლიციელის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რა დროსაც პოლიციის შენობაში ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სპეკულაციას აქვს ადგილი. თუ რაიმე კონკრეტული საკითხები აქვთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამით დავინტერესდებით, მაგრამ მე რასაც ვხედავ შეუიარაღებელი თვალით, ეს უფრო წმინდა წყლის სპეკულაციას ჰგავს და რაღაც დაგეგმილი სიტუაცია ჩანს“, - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო