საქართველოში „ევრობასკეტ 2021“-სთვის ახალი დარბაზი აშენდება

საქართველოში „ევრობასკეტ 2021“-სთვის ახალი დარბაზი აშენდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია კალათბურთის ფედერაციაში დაუდასტურეს.

კერძოდ, ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქცია აღარ მოხდება და მის ნაცვლად, ამავე შენობის გვერდით ახალი 10 000-კაციანი დარბაზი აშენდება. ახალ დარბაზს კი ორდონიანი, 400 მანქანაზე გათვლილი პარკინგი ექნება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის განმარტებით, ახალი შენობის დიზაინს მთავრობა ორ-სამ კვირაში წარადგენს.

ოფიციალური სამუშაოები კი დღეიდან დაიწყება და 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება.

ახალი დარბაზი გვირაბებით ოლიმპიური სასახლის უკვე არსებულ შენობებს დაუკავშირდება და ერთიანი სპორტული კომპლექსი 3 დარბაზით, გათვლილი 10 000, 3 000 და 800 მაყურებელზე იქნება.

შეგახსენებთ, ევრობასკეტი 2021 ოთხ ქვეყანაში: საქართველოში (თბილისი), ესტონეთში (ტალინი), ჩეხეთსა (პრაღა) და გერმანიაში (კიოლნი, ჯგუფური; ბერლინი, ფინალი) ჩატარდება. ტურნირი 2 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბრამდე გასტანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა