არჩილ თალაკვაძე - გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით

გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ ნამდვილად იყო პარტიაში და პარლამენტის შიგნითაც განხილვა. ეს საჭირობს საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამ შემთხვევაში ამ განხილვის ინიციატორი გახდა საზოგადოების და კულტურის სფეროს მუშაკთა მომართვა პარლამენტის და მთავრობის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იგნორირებას ვერ გავუკეთებთ საზოგადოების მოთხოვნას, რომ განვიხილოთ ეს საკითხი. რა არგუმენტებით მოხდება, თუ ეს მოხდება, გაყოფა თუ გამოყოფა, ვიმსჯელებთ მაშინ თუ მთავრობის მხრიდან მივიღებთ შესაბამის წინადადებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა და განმარტა, რომ უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა