დღეს, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთის გუნდს დაუპირისპირდება.
რუსეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავა.
რუსეთის ნაკრებთან მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირა, აქამდე საქართველოს ნაკრებს მე-13 ადგილზე მაღალი პოზიცია არ ჰქონია.
ცნობისთვის, ჯგუფში ჩატარებული 3 შეხვედრიდან ქართველმა წყალბურთელებმა 1 მოიგეს და 2-ში დამარცხდნენ. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა, მეორე თამაშში საბერძნეთთან 10:17 დამარცხდა და ბოლო დაპირისპირებაში იტალიასთან კი 6:18 დამარცხდა.