„გაბედემ“ „რედისონის“ წინ აქცია განაახლა და სოფო კილაძესთან და დიპლომატებთან შეხვედრას ითხოვს

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა „რედისონის“ წინ აქცია განაახლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილემ გოგა ფოლადაშვილმა განუცხადა, მათ „რედისონთან“ აქცია იმ მიზნით განაახლეს, რომ სურთ კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს გაესაუბრნონ, რომელიც სასტუმრო „რედისონში" იმყოფება. „რედისონში“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

გოგა ფოლადაშვილის თქმით, ისინი საუბარს ასევე აპირებენ იმ უცხოელ დიპლომატებთან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის წარდგენას ესწრებიან.

"ჩემი აზრით, დღევანდელ ანგარიშში შეტანილი არ ექნებოდა 20 ივნისის მოვლენები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები,რაზეც მათთან გვინდა საუბარი", - განაცხადა ფოლადაშვილმა.

ამასთან, "გაბედეს" წევრები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ კონკრეტული სანქციები უნდა დაწესდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო