მანანა ნიკოლეიშვილი - რადგან განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები შეაერთეს, ახლა არამიზანშეწონილია გაყოფა

ვინაიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები უკვე შეაერთეს, ახლა არამიზანშეწონილია გაყოფა. მინისტრად უნდა მოძებნონ ისეთი კვალიფიციური კადრი, რომელსაც განათლებასთან ერთად, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ძეგლთა დაცვის მართვაც ეცოდინება, - ამის შესახებ ექსპერტმა განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში მიღწეულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, „განათლებაში სპორტი აუცილებლად უნდა იყოს“. მისივე თქმით, სამინისტროების გაყოფა-შეერთების საკითხზე პასუხისმგებლობა პარლამენტს და მთავრობას ეკისრება.

„ასეთ საკითხებზე პასუხისმგებლობას პარლამენტი და მთავრობა იღებს. რაც შეეხება გაერთიანებას, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ისეთი მინისტრები ინიშნებიან, რომლებმაც განათლება და მეცნიერება არ იციან ნორმალურად. უნდა იცოდნენ მთელი კულტურის კანონმდებლობა და კულტურის პოლიტიკა, საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა და ნამუშევარიც უნდა ჰქონდეთ. უნდა შეირჩეს შესაბამისი კადრი, თორემ გაერთიანებას არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია თუ კვალიფიციური მინისტრი გვეყოლება, რომელსაც ეცოდინება განათლებაც, მეცნიერებაც, კულტურაც, სპორტიც და ძეგლთა დაცვის მართვა. არაკვალიფიციურ მინისტრებს ნიშნავენ. არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ განათლებაში ერკვეოდეს, რადგან ის სპორტის მინისტრიცაა და კულტურისაც.

რაც შეეხება გაყოფას, ეს მთავრობას უნდა ვკითხოთ, ან რატომ შეაერთეს, თუ მიხედვის თავი არ ჰქონდათ ან რატომ ყოფენ ახლა? საერთოდ სპორტი აუცილებლად უნდა იყოს განათლებაში. რადგანაც შეაერთეს, ახლა არამიზენშეწონილია გაყოფა. საჭიროა მოძებნონ შესაბამისი კვალიფიციური კადრი“, - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა და განმარტა, რომ უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს